თეგებით ძიება
26. 01. 2017 News-ები

6 საშუალება იმისთვის, რათა აპატიო მას ვინც გული გაგიტეხათ

1. შეწყვიტეთ საუბარი ამის შესახებ. რამდენჯერ მოუყევით მეგობარს, თუ როგორ გატკინათ გული? შეწყვიტეთ ამის კეთება. თქვენ მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებთ და ხელს უშლით ჭრილობების შეხორცებას. მუდმივი ფიქრით მის დანაშაულზე, საკუთარ თავს დეპრესიაში აგდებთ.

2. გამოხატეთ თქვენი ბრაზი. თქვენ მოგატყუეს, შეურაცხყოფა მოგაყენეს, თქვენი გრძნობები გაანადგურეს. თქვენ გაქვთ სრული უფლება გაბრაზდეთ. მაგრამ თქვენი რაღაც ნაწილი გეწინააღმდეგებათ და პატიებისკენ მოგიწოდებთ. აუცილებელია თქვენი რისხვის გამოვლინება, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის. დარჩით მარტო და გააანალიზეთ თქვენი გრძნობები. თქვენი ბრაზის გამოხატვა წინ გადადგმული ნაბიჯია პატიებისკენ.

3. მან სპეციალურად არ გააკეთა. ზოგჯერ ცუდ სამუშაო დღეს თქვენმა მუდამ თავშეკავებულმა და მზრუნველმა შეყვარებულმაც რაღაც დროის განმავლობაში შესაძლოა კონტროლი საკუთარ თავზე დაკარგოს. თქვენი ჩხუბი შეიძლება იყოს მარტივი გაუგებრობა. სთხოვეთ მას გიამბოთ რას გრძნობდა ამ დროს. შესაძლოა მისმა სიტყვებმა ახსნას მისი ქცევა.

4. აიღეთ საკუთარი პასუხისმგებლობა. ნებისმიერ დაპირისპირებას ყოველთვის ორი მხარე აქვს, და თითოეული საკუთარ წილ პასუხისმგებლობას იღებს. შესაძლოა ის თქვენ გამოიწვიეთ? იფიქრეთ სად მოიქეცით არასწორად, და ითხოვეთ პატიება თქვენს ქმედებაზე. და ყველაზე მთავრი საკუთარ თავს თქვენ თვითონ აპატიეთ.

5. დააყენეთ პრიორიტეტები. გადაწყვიტეთ, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მისი დასჯა? თუ თქვენი თბილი ურთიერთობის დაბრუნება? თუ თქვენ გულწრფელად გიყვართ ეს ადამიანი და მას მნიშვნელოვანი ადგილი აქვს თქვენს ცხოვრებაში, თქვენ მისი დაბრუნება მოგინდებათ. ამისთვის კი მას უნდა აპატიოთ.

6. დააფასეთ მისი ძალისხმევა. ალბათ ის აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია: გიყიდათ ყვავილები, გამოგიგზავნათ შეტყობინებები, სადაც პატიებას გთხოვთ. ის დაბნეული და შეშინებულია. მას არ უნდა თქვენი დაკარგვა. ეს შიში იწვევს მის პანიკას. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მის ადგილას. დაფიქრდით იმაზე, რა მნიშვნელობა ექნებოდა მის პატიებას თქვენთვის ასეთ სიტუაციაში.


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა