თეგებით ძიება
26. 01. 2017 News-ები

რას ფიქრობს "Couture Fashion Week"-ის დამფუძნებელი ქართველ დიზაინერებზე, მოდელებსა და ქართულ ნაწარმზე

Gogaggg.tv-ის სტუმარია "Couture Fashion Week"-ის დამაარსებელი დიზაინერი და პროდიუსერი ანდრეს აქინო. იგი წლებია, რაც მოდის ბიზნესშია და წარმატებით უძღვება მოდის კვირეულებს ნიუ-იორკში, კანში, დუბაისა და სხვა დიდ ქალაქებში. ყოველი სეზონი, როგორც დიზაინერების კოლექციების, ასევე წარმოდგენებისა და სხვადასხვა ნაწარმის გამოფენების განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა და დიდი ინტერესით იზიდავს დამსწრე საზოგადოებას. ბოლო დროს, მოდის კვირეულებში ქართველებიც იღებენ მონაწილეობას. Gogaggg.tv ამ საკითხით დაინტერესდა და რამდენიმე კითხვით მიმართა ბატონ ანდრესს:

როდის დააარსეთ "Couture Fashion Week"?
"Couture Fashion Week" 2005 წელს დავაარსე და მას შემდეგ, ყოველ სეზონზე ვმართავ მოდის ჩვენებებს მსოფლიოს დიდ ქალაქებში.

თქვენს მიერ ორგანიზებული მოდის კვირეულები ძალიან გამორჩეული და პოპულარულია. რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
ვცდილობთ, რომ მოდის კვირეულის ჩვენებები ყოველმხრივ მრავალფეროვანი იყოს. "Couture Fashion Week" დიზაინერებსა და მოდელებს მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან მასპინძლობს.

დაახლოებით, რამდენი დიზაინერი და მოდელი იღებს მონაწილეობას თითოეულ სეზონზე?
ალბათ, 24-30 დიზაინერი, რაც შეეხება მოდელებს- 150-დან 200-მდე მაინც.

ქართველებს თუ მიუღიათ მონაწილეობა მოდის კვირეულებში?
დიახ, რა თქმა უნდა. უამრავ ქართველ მოდელს მიუღია მონაწილეობა. დიზაინერებიდან გამოვარჩევ ნატო გაბეჩავას და პატუნა ბუშიჰედს.

რა სიახლეებს სთავაზობს მოდის მიმდევრებს "Couture Fashion Week New York", რომელიც 10-12 თებერვალს გაიმართება?
ძალიან ბევრ დიზაინერს ვმასპინძლობთ სხვადასხვა ქვეყნებიდან: პერუ, ჩილე, დომინიკების რესპუბლიკა, ამერიკის გაერთიანებული შტატები, მექსიკა, ინდოეთი, ინდონეზია, კანადა, კოლუმბია, პუერტო რიკო, რუმინეთი... 25-ე სეზონი ახალ ტექნოლოგიურ ინოვაციებს ითვალისწინებს და ჩვენებები გაფორმდება 3-D პრეზენტაციებით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ იქნება მრავალი წარმოდგენა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი ხელოვანები ჩინეთიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, ლიბანიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მინდა გამოვყო ქართული ანსამბლი "ფესვები", რომელიც ამერიკაში დაარსდა. მოხარული ვარ, რომ წელს, მოდის კვირეულს ეს ანსამბლიც გაალამაზებს.

გასულ წელს, ამერიკულ ბაზარზე ქართული ჩანთების ბრენდი "Gepherrini" გამოჩნდა. სექტემბერში, "Couture Fashion Week"-ის გამოფენაზეც იყო წარმოდგენილი. როგორ გამოეხმაურებით მის გამოჩენას?
"Gepherrini" ძალიან მაღალი ხარისხის ევროპული ბრენდია. კომპანიამ პოზიტიური გამოხმაურება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებისგან და სოციალური მედიისგან. ამ ბრენდის სახელი დღითი-დღე იზრდება.
ასევე მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ ამ სეზონის მოდის კვირეულზე, ერთ-ერთი სპონსორი კვების და სასმელი წყლის მსხვილი იმპორტიორი ქართული კომპანია იქნება.

რას ფიქრობს "Couture Fashion Week"-ის დამფუძნებელი ქართველ დიზაინერებზე, მოდელებსა და ქართულ ნაწარმზე

რას ფიქრობს "Couture Fashion Week"-ის დამფუძნებელი ქართველ დიზაინერებზე, მოდელებსა და ქართულ ნაწარმზე

რას ფიქრობს "Couture Fashion Week"-ის დამფუძნებელი ქართველ დიზაინერებზე, მოდელებსა და ქართულ ნაწარმზე


ავტორი: ქეთი იმერლიშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა