თეგებით ძიება
27. 01. 2017 News-ები

ისრაელის ხელისუფლებამ ქართველები დაამცირა? - „ღირსება შეულახეს“

ისრაელის სასაზღვრო სამსახური 24 ქართველს საშინლად მოექცა უფრო ვრცლად ამ თემასთან დაკავშირებით გოგა ჩანადირი წერს:

„ციხეში თურმე, ჰიგიენის ნორმები არ იყო სათანადოდ დაცული. საკვები კი არასაკმარისი და უვარგისი იყო. შექმნილი იყო არაადამინური პირობები.
გავიგეთ, რომ ქართველების ნაწილი ისრაელში დასარჩენად უნებართვო ხერხებს მიმართავს და ამის გამო, ბევრი კეთილსინდისიერი მოქალაქე იჭყლიტება, მაგრამ ციხეში რატომღა სვამ და თანაც, ამდენი ხნით?
ადექი და უკან გააბრუნე.
ჩვენი მოქალაქეები დაამცირეს და ღირსება შეულახეს.
გაუსაძლისი პირობების გამო, დაკავებულები თანახმანიც კი იყვნენ, რომ ვადამდელი დასაბრუნებელი ბილეთი საკუთარი თანხით შეეძინათ, მაგრამ ამაზეც უარი უთხრეს.
საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვაში საქართველოს მთავრობა სათანადოდ არ ჩაერია. დიპლომატიური მისია, პრაქტიკულად, უმოქმედოდ იყო. კონსულის ადგილზე მისვლამ არაფერი შეცვალა. ეს უფრო ვალდებულების მოხდას ჰგავდა.
ამიტომ, ჩემი აზრით, პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და დიპმისიას ეკისრებათ.
უფრო მეტიც, ასეთი უმოქმედო დიპლომატები - ისრაელში საქართველოს ელჩი და კონსული უნდა გადადგნენ და საგარეო საქმეთა მინისტრიც მიჰყვეს.
ოთხი დღის მანძილზე როგორ არ შეიძლებოდა ისრაელის ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვა? ეს რა უპასუხისმგებლობაა?
მესმის, ისრაელს საკუთარი უსაფრთხოების სტანდარტები აქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენი მოქალაქეების დაცვის სტანდარტები უნდა გვქონდეს.“

სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა