თეგებით ძიება
27. 01. 2017 News-ები

მაგნიტური ქარები 2017 წლის თებერვალში

2017 წლის თებერვალში მოსალოდნელია უმნიშვნელო მზის აქტივობა მათ შორის რამდენიმე მაგნიტური ქარი.
მაგნიტური მერყეობა შესაძლებელია: 1, 2, 4, 5, 27, 28 რიცხვებში.
სერიოზული მაგნიტური ქარები მოსალოდნელია: 3, 14, 23 რიცხვებში.

მაგნიტური ქარების დროს და სერიოზული გეომაგნიტური რყევების დროს მათ მიმართ მგრძნობიარე ადამიანები განიცდიან თავის ტკივილს, უძილობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევას, ქრონიკული დაავადებების გამწვავებას, დაღლილობას, ადრენალინის დონის მატებას სისხლში, სტრესსა და დეპრესიას.

თითოეული ადამიანის რეაქცია მაგნიტურ ქარებზე განსხვავებულია. მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ იპოვეს ზუსტი პასუხი კითხვაზე, რატომ მოქმედებს მზის აქტივობა ასე ძალიან ადამიანზე.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო ადვილად გადავიტანოთ მაგნიტური ქარები 2017 წლის თებერვალში:
-შეზღუდეთ სამუშაო, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და კონცენტრირებას, ან მის გაკეთება გადადეთ სხვა დროისთვის.
-ეცადეთ თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციებს.
-მეტი დაისვენეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
-აკონტროლეთ თქვენი არტერიული წნევა.
-მიიღეთ დამამშვიდებელი საშუალებები.
-შეასრულეთ თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციები.
-იკვებეთ სწორად, იმისთვის, რათა სისხლში ქოლესტრინის დონე შეამციროთ, ამ პერიოდში გამორიცხეთ ალკოჰოლის მიღება.



სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა