ნიკოლოზ ქუთათელაძით ორი უკრაინული კლუბი დაინტერესდა
უკრაინული Terrikon.com-ის ცნობით, პსჟ-ს 16-წლამდელთა გუნდის ქართველი ფორვარდით, ნიკოლოზ ქუთათელაძით ორი უკრაინული კლუბი დაინტერესდა. წყაროს ინფორმაციით, ესენი დონეცკის "შახტარი" და კიევის "დინამო" არიან.
აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-ს ფეხბურთელის მამამ, სერგო ქუთათელაძემაც დაუდასტურა, რომლის თქმით უკრაინული კლუბების წარმომადგენლები მას მართლაც დაუკავშირდნენ და ამ ეტაპზე კლუბებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძე პსჟ-ში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ლილიდან" გადაბარგდა. ამ ხნის განმავლობაში მან პარიზულ კლუბში 8 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 8 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
წყარო: sportall.ge