თეგებით ძიება
28. 01. 2017 News-ები

საკონსტიტუციო კომისიის სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს

საკონსტიტუციო კომისიის სხდომა დახურულ კარს მიღმა ამ დრომდე გრძელდება. ცნობილია, რომ ამ წუთებში დისკუსია პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ვინაიდან, საპარლამენტო უმრავლესობა ემხრობა სრულად საპარლამენტო მართვის სისტემას, ისინი აცხადებენ, რომ 2018 წლის არჩევნებზე აუცილებელია პრეზიდენტი პარლამენტმა დანიშნოს. ამას კი საპარლამენტო ოპოზიცია კატეგორიულად გამორიცხავს.

საპარლამენტო უმცირესობაში ფიქრობენ, რომ ეს იქნება ხელისუფლების უზურპაცია. ამ სისტემის გარდა, განიხილება შერეული მოდელი, სადაც ოპოზიცია პრეზიდენტის არბიტრის ფუნქციის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

თუმცა არასამთავრობო სექტორის ნაწილი იმასაც აცხადებს, რომ აუცილებელია, პრეზიდენტს შეეკვეცოს უფლებები, მაგალითად, პრემიერის კანდიდატურაზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით.

არასამთავრობოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის მესიჯები, რასაც საპარლამენტო უმრავლესობიდან ისმის, ზოგადად საკონსტიტუციო კომისიის ნაჩქარევად შექმნა და 4 თვეში მათ მიერ სრული კონსტიტუციის ახალი ვარიანტის დადება, მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს, 2018 წლის არჩევნები ჩაშალოს.

ამასთან არ გამორიცხავენ, რომ ქვეყნის პირველმა პირმა ვადაზე ადრე დატოვოს თანამდებობა, რის გამოც, საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული ცვლილებები ძალაში ვეღარ შევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ კომისიის სხდომებზე მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან. მათი თქმით, კონკრეტული ფორმულირების შემთხვევაში, მათაც ექნებათ რეაგირება.

ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიაში რამდენიმე ვარიანტს უყრიან კენჭს და ერთი ვარიანტი გადაეგზავნება ვენეციის კომისას განსახილველად.

რა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ირაკლი კობახიძის თქმით, კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტი კომისიამ კანონმდებლებს აპრილის ბოლოს უნდა წარუდგინოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა