თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1368976389833964
28. 01. 2017 News-ები

აშშ დევნილების მიღებას წყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-ში დევნილების მიღებას 120 დღით აჩერებს, სირიელი დევნილების მიღებას კი განუსაზღვრელი ვადით კრძალავს.

ამასთან, ტრამპის განკარგულებაში განსაზღვრულია დევნილების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა მიღება მიმდინარე ფინანსურ წელს (რომელიც 30 სექტემბერს სრულდება) იქნება შესაძლებელი და ეს რაოდენობა 50 000-ით არის განსაზღვრული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ფინანსური წელი დაიწყო, აშშ-მა უკვე მიიღო 30 000 დევნილი. შესაბამისად, დარჩენილ პერიოდში აშშ 20 000 დევნილს მიიღებს.

ტრამპის განკარგულებით, შემოღებული იქნება აუცილებელი გასაუბრება არაიმიგრაციული ვიზების მისაღებად და დაჩქარდება აშშ-ში შესულების კონტროლის ბიომეტრული სისტემის ამოქმედება.

ამ გადაწყვეტილებას ტრამპი ტერორიზმთან ბრძოლით და ამერიკის მოქალაქეების დაცვით ხსნის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა