თეგებით ძიება
28. 01. 2017 News-ები

ანიტა რაჭველი საზოგადოებას მიმართავს - „ეს არის დანაშაული!!“

სოც.ქსელში ანიტა რაჭველი წერს:

„კულტურის სამინისტრო აღუდგინეთ სრული დაფინანსება Gori women\'s choir გორის ქალთა კამერული გუნდის, აფხაზეთის კაპელას, Georgian Philharmonic Orchestra / საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და სხვა ისტორიულ კოლექტივებს! წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურეს ზომებს მივმართავთ! ბევრი რამე არ იცის ჯერ საზოგადოებამ და მალე გაიგებს!!!
გაოგნებული ვარ თქვენი არაპროფესიონალიზმით,საკუთარი ხელოვანების უპატივცემულობით და დაფინანსების საეჭვო ხარჯვებით სახელმწიფოს მხრიდან! იმის ფონზე რომ ქართველ მუსიკოსებს ისედაც მიზერულ ხელფასებს უმცირებთ და სამაგიეროდ ხარჯავთ 5,5 მილიონი ლარს მხოლოდ ერთი უცხოური ბენდის ჩამოსაყვანად შემიძლია თამამად ვთქვა რომ ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე,დამცირება და შეურაცხყოფა ყველა ქართველი ხელოვანის! საქართველოს მთავრობა | Government of Georgia“

სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა