თეგებით ძიება
29. 01. 2017 News-ები

ევა გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩავარდნის მიზეზებზე წერილს აქვეყნებს

ევა გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩავარდნის მიზეზებზე წერილს აქვეყნებს, რომელიც სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არ გამორიცხავს, რომ კანდიდატთა წინააღმდეგ გარკვეული პირების მუშაობა სტრასბურგის სასამართლოში მერაბიშვილის საქმის განხილვას უკავშირდებოდეს. მისი თქმით, მისი კანდიდატურის წინააღმდეგ არასამთავრობო სექტორი და ნაციონალური მოძრაობა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და სახალხო დამცველი ორგანიზებულ კამპანიას აწარმოებდნენ. გოცირიძის ინფორმაციით, ამჟამინდელ მოსამართლეს გაუხანგრძლივდა ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეს სტრასბურგში ადეიშვილის მოადგილე განიხილავს.

„გარკვეულმა ძალებმა, სამწუხაროდ, კანდიდატთა შერჩევის პროცესი პოლიტიკური ბრძოლის არენად გადააქციეს. მეჩვენება, რომ რაგინდ რა საუკეთესო პროცედურები შემოვიღოთ კანდიდატების შერჩევისას, და ვინც არ უნდა შეირჩეს, გარკვეულ ძალთა ეს თავგანწირული მობილიზაცია კონკურსის ეტაპზეც, საქართველოში თუ შემდგომ, სტრასბურგშიც, მაინც გაგრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ სიაში ამ ძალებისათვის მისაღები კანდიდატი არ მოხვდება და სანამ გარკვეული საქმეების განხილვა არ დასრულდება ევროპის სასამართლოში. დიახ, ეს შეიძლება მართლაც უკავშირდებოდეს მერაბიშვილის საქმის განხილვას სტრასბურგში, რომელიც მარტის თვეშია ჩანიშნული და სხვა მომავალ საქმეებს,“ - წერს ევა გოცირიძე.

რუსთავი 2 ევა გოცირიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„მე ყველაფერი განვმარტე და ყველაფერი მაქვს ახსნილი. შეგიძლიათ გაეცნოთ და თვითონ ჩემს წერილზე გააკეთოთ კომენტარი. მე ისეთი გამოცდილება მაქვს ჟურნალისტებთან ურთიერთობის და მითუმეტეს, რუსთავი 2-ის ჟურნალისტებთან, კომენტარზე წინააღმდეგი ვარ და საერთოდ, არ მინდა რუსთავი 2-თან თანამშრომლობა,“ - განაცხადა ევა გოცირიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა