თეგებით ძიება
29. 01. 2017 News-ები

ფრთხილად საჭესთან: მართვის წესები ზამთრისთვის

-არანაირი მოულოდნელი მოძრაობები. გაითავისეთ ერთი მარტივი რამ: ნებისმიერი სწრაფი, მოულოდნელი მოძრაობა საჭესთან, გაზის ან მუხრუჭის გამოყენებით თქვენს მანქანას ნამდვილად ძლიერად დააზიანებს.

-უნდა იცოდეთ რა შეუძლია თქვენს მანქანას. ერთხელ მაინც წადით ზამთარში ავტოდრომზე ან სხვა დახურულ ადგილას, სადაც გამოცდით რა შეუძლია თქვენს ავტომობილს კრიტიკულ სიტუაციებში. მოულოდნელი დამუხრუჭება, მკვეთრი მოხვევა, ეს ყველაფერი უნდა მოსინჯოთ და გაიგოთ შეძლებთ თუ არა მანქანის გაკონტროლებას.

-მუდმივად აკონტროლეთ გზის საფარის მდგომარეობა. თუ თქვენ საჭესთან ზიხართ და ამინდი გაუარესდა, ფეხი დააჭირეთ მუხრუჭის პედალს ფრთხილად და შეამოწმეთ თუ როგორ უმკლავდება გზას საბურავი.

-იყავით პროგნოზირებადი. არ შეასრულოთ მანევრები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სხვა მანქანების მოძრაობას.

-იფიქრეთ მოძრაობის სხვა მონაწილეებზეც. ვთქვათ თქვენ გყავთ მინივენი. ასეთი ავტომობილით მოძრაობისას ფაქტობრივად ვერ ხედავთ რა ხდება წინ. და თუ თქვენს უკან ხედავთ, რომ ავტომობილი ახლოს მოდის მიანიშნეთ, რომ დამუხრუჭება უნდა დაიწყოს.

-და ყველაზე მარტივი რჩევები: გაწმინდეთ მინა, სახურავი თოვლისგან. იყიდეთ კარგი საბურავები.


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა