თეგებით ძიება
29. 01. 2017 News-ები

მაიკლ დიქსონის 17 ქულა და მორიგი გამარჯვება საბერძნეთის ჩემპიონატში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი ნატურალიზებული კალათბურთლი, მაიკლ დიქსონი წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.

მისმა აეკ-მა საბერძნეთის ეროვნულ ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა მოიგო, რაშიც დიქსონმა სოლიდური წილი დაიდო.

ათენელებმა სტუმრად "ლავრიოს" შეხვდნენ და 87:84 სძლიეს. დიქსონი სასტარტო ხუთეულში იყო და 21:37 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მაიკლმა 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 4 პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

დიქსონის გუნდს 12 მოგების წილად 3 მარცხი აქვს და საბერძნეთის ჩმპიონატის ცხრილში მე-3 ადგილზეა. მის წინ ელადის მარადმწვანე ლიდერები - "ოლიმპიაკოსი" და "პანათინაიკოსი" არიან. აეკ-ი მომდევნო მატჩს 30 იანვარს, შინ "კიმისთან" გამართავს.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა