თეგებით ძიება
29. 01. 2017 News-ები

გიორგი მაკარიძე პორტუგალიის თასის გამარჯვებულია

დღეს, 29 იანვარს, პორტუგალიის თასის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს "მორეირენშე" და "ბრაგა" დაუპირისპირდნენ.

სუპერთასის მფლობელი, საბოლოოდ, გიორგი მაკარიძის "მორეირენშე" გახდა, რომელმაც მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0. მაკარიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და საკუთარი გუნდის კარი მატჩის ბოლომდე დაიცვა, შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი კი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა, ისიც - პენალტით.

შეგახსენებთ, რომ ფინალამდე "მორეირენშემ" ტურნირიდან "პორტუ" და "ბენფიკა" გამოთიშა და ეს ქართველი მეკარის გარჯის წყალობით მოახერხა.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა