თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1241053782679893
30. 01. 2017 News-ები

ბავშვთა სამყაროს შენობაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო

ბავშვთა სამყაროს შენობაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან დაზარალებულები, რომლებიც პასუხს მთავრობისგან ითხოვენ.

მცირე დაპირისპირება მოხდა მერიის წარმომადგენლებსა და მოვაჭრეებს შორის.

დაზარალებულები ხელისუფლებისგან შენობის დაცვას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ოქროს ნივთების დიდი ნაწილი სეიფებშია მოთავსებული, შესაბამისად, საჭიროა სამართალდამცავების მეთვალყურეობა, რათა გადარჩენილი ნივთების დაკარგვა არ მოხდეს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის ვიცე მერი. ლაშა აბაშიძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა შენობის მესაკუთრეებსა და დაზარალებულებთან შეხვედრას გამართავს, რათა ვითარების მაქსიმალური შემსუბუქება მოხდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა