თეგებით ძიება
30. 01. 2017 News-ები

საქართველოს პრეზიდენტმა სამ სახელმწიფოში ელჩების დანიშვნის განკარგულებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სამ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა. 2017 წლის 1 მარტიდან კანადაში საქართველოს ელჩისა და, ასევე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე კონსტანტინე ქავთარაძე დაინიშნა.

კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, ხოლო მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან ყაზახეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას ზურაბ აბაშიძე დაიკავებს.

გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან შეხვედრა გამართა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა