თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1373306442734292
01. 02. 2017 News-ები

Freedom house-ის შეფასებით საქართველო ისევ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია

Freedom house-ის შეფასებით საქართველო ისევ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია. როგორც პოლიტიკური ასევე სამოქალაქო თავისუფლების კუთხით, საქართველოს 3 ქულა აქვს მინიჭებული.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით დემოკრატიის თვალსაზრისით უკეთეს მდგომარეობაა და ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დემოკრატიის ხარისხი ოდნავ გაუმჯობესდა.

დოკუმენტის მიხედვით დემოკრატიის თვალსაზრისით რთული მდგომარეობაა რუსეთში, თურქეთსა და სირიაში.

“პრობლემებია ტელევიზიების მფლობელებთან დაკავშირებით. ასევე პრობლემებია კანონის უზენაესობაში. დროდადრო იყო პრობლემები ბრალდებებთან დაკავშირებით პოლიტიკური გასამართლებებზე, თუმცა საქართველოს, მის მეზობლებთან და ევრაზიის სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვს. ბევრი ექსპერტი ფიქრობდა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოვლენები არასწორი მიმართულებით წავიდოდა, რაც არ მოხდა და ვფიქრობ, საქართველოს დემოკრატიის ხარისხი ოდნავ გაუმჯობესდა. ჩვენ არ ვართ უკმაყოფილოები საქართველოს მიმართულებით და დემოკრატიული საზოგადოებით რთულ სამეზობლოში,“-აცხადებს Freedom house-ის წარმომადგენელი არჩ ფადინგთონი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა