მოსამართლის ოჯახისთვის გადაცემული მილიონი - ომბუდსმენი გამოეხმაურა
სახალხო დამცველი რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ჩატარდეს გამოძიება და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.
ომბუდსმენი დაინტერესდა, რამდენად მოხდა კომპენსაციის წესების დაცვა, როდესაც საუბარია თბილისის მერიის მხრიდან მოსამართლის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით გადახდილ მილიონ ლარზე. უჩა ნანუაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ არსებობს გადამოწმების ყოველგვარი საფუძველი.