ლედი გაგა ხვდება თავის აგენტ კრისტიან კარინოს
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ თებერვალია, ლედი გაგას გულში და ცხოვრებაში გაზაფხული დადგა. 30 წლის ვარსკვლავის ახალი რჩეული გახდა მისი აგენტი კრისტიან კარინო.
მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ლედი გაგა ინფორმაციას არ ადასტურებს ახალი რომანის შესახებ, ჩვენ გვაქვს ყველა საფუძვლიანი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ყველაფერი სიმართლედ მივიჩნოთ. Super Bowl-ზე გამოსვლამდე ის და კრისტიანი ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს ზუსტად მაშინ, როდესაც კარინო კოცნიდა ლედი გაგას და ნაზად ჰქონდა ხელი მის წელზე შემოხვეული.
მაგრამ, მაშინაც კი, როდესაც მტკიცებულებები არსებობს, მომღერალს არ სურს თავისი ახალი ურთიერთობის შესახებ საუბარი. ცოტა ხნის წინ რადიო ეთერში რაიან სიკრესტთან კითხვაზე, რა ხდება მის სასიყვარულო ფრონტზე, ლედი გაგამ ეს პასუხი გასცა:
"არ ვიცი რა გითხრათ. რაიან შენ იცი, რომ მე არ ვლაპარაკობ პირადი ცხოვრების შესახებ. ახლა მე გაწითლებული ვარ ეს კი ჩემს ჩაცმულობას არ შეესაბამება.\'\'
შეგახსენებთ, რომ ადრე ლედი გაგა ხვდებოდა მსახიობ ტეილორ კინს. წყვილი დაქორწინებასაც კი აპირებდა, თუმცა ისინი 2016 წლის ზაფხულში დაშორდნენ.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი