რა გავაკეთოთ თუ თმა გვიელექტროვდება: 7 რჩევა
1. სწორად შეარჩიეთ სავარცხელი. თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენი თმა არ დაელექტროვდეს, მაშინ უნდა დაემშვიდობოთ პლასტმასის სავარცხელს. გამოიყენეთ ხის სავარცხელი. რაც უფრო დიდია სავარცხლის კბილებს შორის მანძილი მით მცირდება ხახუნი და შესაბამისად თმა უფრო დამყოლი გახდება.
2. ეცადეთ ნაკლებად გამოიყენოთ ფენი. ფენის გამოყენება ტრამვას აყენებს და აშრობს თმას, ამიტომ მისი გამშრალება ბუნებრივი საშუალებებით უკეთესი იქნება. თუმცა თუ თქვენ ამისთვის დრო არ გაქვთ და არ შეგიძლიათ ფენზე უარის თქმა, მაშინ თმა ცივი ჰაერით გაიმშრალეთ.
3. ატარეთ ბუნებრივ მასალისგან დამზადებული თავსაფარი. როდესაც ჩვენ გარედან სახლში ვბრუნდებით და ქუდს ვიხდით ხშირად ვხედავთ არასასიამოვნო სურათს: ჩვენი თმა დაელექტრვებულია და მიმართულია ყველა მიმართულებით. ქუდი კარგი იქნება თუ ბამბისგან იქნება დამზადებული.
4. გამოიყენეთ ცივი წყალი თმისთვის. მას შემდეგ, რაც თავს დაიბანთ, თმაზე ცივი წყალი დაიტანეთ. ამის წყალობით თმა გახდება გლუვი და ხავერდოვანი.
5. გაიკეთეთ ნიღაბი მცენარეული ზეთებისგან. მცენარეული ზეთები ძალიან სასარგებლოა თმისთვის, რადგან მათში არის ბევრი ვიტამინი. ამ ნიღაბის გაკეთებით თქვენ იცავთ თმას ტენიანობის დაკარგვისგან. მაგალითად შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი.
6. სწორად შეარჩიეთ შესაბამისი შამპუნი. ყურადღება მიაქციეთ მის შემადგენლობას-სილიკონი, პანთენოლი და კერამიდები დაგეხმარებათ დაელექტროვებასთან საბრძოლველად.
7. დალიეთ საკმარისი წყალი. თმამ უნდა მიიღოს ტენიანობა არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც. იმისთვის, რათა თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია, არ უნდა დაგავიწყდეთ წყლის რეგულარულად მიღება.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი