ჯენიფერ გარნერი ითხოვს განქორწინებას ბენ აფლეკთან
თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯენიფერ გარნერმა და ბენ აფლეკმა განაცხადეს თავიანთი დაშორების შესახებ და მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი, რომ 44 წლის მსახიობმა შეაგროვა ყველა საჭირო დოკუმენტი და ოფიციალურად ემზადება განქორწინებისთვის.
\'\'რაც არ უნდა მოხდეს ბენი და ჯენი პირველ ადგილას ოჯახს აყენებენ და ასე იქნება მომავალშიც, ისინი გააგრძელებენ ბავშვების აღზრდას ერთად, როგორც ადრე.\'\'
-განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ ამერიკულ ტაბლოიდს და აქვე დასძინა, რომ ორივე მსახიობისთვის ოჯახის ფასი ყველაზე მნიშვნელოვანია. მეორე წყარომ დაადასტურა, რომ 44 წლის ბენ აფლეკი უკვე გადავიდა მათი საერთო სახლიდან ბრენტვუდში.
შეგახსენებთ, რომ დაშორების გადაწყევტილების შესახებ წყვილმა 2015 წლის ივლისში განაცხადა. დაშორების მიზეზი გახდა მსახიობის რომანი ძიძასთან კრისტინ ოუზუნიანთან.
\'\'ბენს ნამდვილად უნდოდა ისეთი ოჯახი, როგორიც დაგეგმილი ჰქონდა თავისთვის, როდესაც ბოსტონში იზრდებოდა, ამიტომაც მან რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნა ეს ურთიერთობა. მაგრამ მან ვერ შეძლო ვერაფრის გაკეთება.\'\'
-განაცხადა წყარომ.
ავღნიშნავთ, რომ გარნერი და აფლეკი ერთად აგრძელებენ სამი შვილის აღზრდას-11 წლის ვაიოლეტის, 8 წლის სერაფიმის და 4 წლის სემუელის.
სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი