რა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ვარდები დიდხანს არ დაჭკნეს
-სანამ წყალში ჩადებთ თაიგულს მოაჭერით ყველა ფოთოლი, რომელიც არის წყლის დონეზე. ეს ხელს შეუშლის ლპობის პროცესს რამდენიმე დღის განმავლობაში.
-თუ გინდათ ზედმეტი სიგრძის ტოტის მოჭრა ეს წყალში ჩადებული გააკეთეთ, რადგან მოჭრის დროს ვარდში ჰაერი არ მოხვდება, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ სიცოცხლეს.
-ჩააწყვეთ ყვავილები ზამთარში ოთახის ტემპერატურის წყალში, ხოლო ზაფხულში ცოტა ცივში.
-იმისთვის, რათა ვარდები მალე არ დაჭკნეს საჭიროა საკვები ნივთიერებები, მაგალითად შაქრის ნატეხი (20-30 გრამი) ან ძმარი (სუფრის კოვზი) ერთ ლიტრ წყალზე.
-იმისთვის, რათა ვაზაში არ დაიწყოს ლპობა წყალში დაუმატეთ ერთი აბი ასპირინი ან ცოტა არაყი.
-თუ ყვავილები გაზრდილია ქიმიური ნივთიერებებით, წყალში უნდა დაუმატოთ გამათეთრებლის წვეთები.
-ყვავილების ვაზა დადგით ცივ ადგილას სადაც ვერ აღწევს მზის პირდაპირი სხივები.
-ყველაზე მნიშვნელოვანი წესი: ყოველ დღე გამოცვალეთ წყალი.
სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი