თეგებით ძიება
20. 02. 2017 News-ები

პატრიარქის დასახვედრად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მრევლი იკრიბება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩამოსვლამდე ერთ საათზე ნაკლები დრო რჩება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კი მრევლი და სასულიერო პირები უკვე იკრიბებიან.

აეროპორტში გაძლიერებულია უსაფრთხოების ნორმები. გერმანიიდან პატრიარქის დასახვედრად მობილიზებული არიან როგორც პატრიარქის დაცვის, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წევრები.

სასულიერო პირები აღნიშნავენ, რომ პატრიარქის დაბრუნება მნიშვნელოვანია, თუმცა ე.წ. ციანიდის საქმის შეფასებისგან თავს იკავებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა