ციანიდის საქმეში მტკიცებულების სახით არსებულ აუდიო ჩანაწერში სამი პირი მონაწილეობს
ე.წ. ციანიდის საქმეში მტკიცებულების სახით არსებულ აუდიო ჩანაწერში სამი პირი მონაწილეობს - ამის შესახებ განცხადება, საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გააკეთა.
ჭკადუა დღეს უკვე საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს და მამა გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში მთავარი მოწმესთან, ირაკლი მამალაძესთან კონტაქტის დეტალებს იხსენებს.
მისი თქმით, ჩანაწერები, რომელიც ირაკლი მამალაძემ მას მოასმენინა, არის ძალიან მძიმე მოსასმენი და ერთ-ერთი აუდიო ჩანაწერი იძლეოდა „განგაშის ატეხვის" საფუძველს.