თეგებით ძიება
25. 02. 2017 News-ები

რომელმა ქართველმა მოირგო ვენი თოუსიგნანთის ულამაზესი კაბა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე?

"ამომავალი ვარსკვლავი"- სწორედ ასეთი შეფასება გაკეთდა დიზაინერ ვენი თოუსიგნანთზე კოლეგების მიერ ნიუ-იორკის Couture fashion week-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე. წელს, გაზაფხულის კოლექციის წარმოდგენამაც არანაკლები წარმატებით ჩაიარა და ინდონეზიური კულტურის გავლენამ, განსხვავებული შტრიხები შესძინა მის ნამუშევრებს.
ვენი, წარმოშობით ინდონეზიიდან არის და 12 წლიდან ქმნის გამორჩეულ კოლექციებს ტრადიციული ინდონეზიური ქსოვილებისგან. მის ნამუშევრებში დომინირებს წითელ და ოქროსფერ ფერთა პალიტრა. ნიუ-იორკში 20 წელია, რაც ცხოვრობს და ამბობს, არა აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობ, ქალბატონებს არ უნდა სცხვენოდეთ, ატარონ ის, რაც მათ ძალიან მოსწონთ და ხაზს უსვამს პიროვნულ უნიკალურობას და ხასიათს.

როგორი სახის სამოსზე მუშაობთ ძირითადად?
- ჩემს კოლექციებში შეხვდებით როგორც ყოველდღიურ სამოსს, ასევე საღამოს კაბების ფართო სპექტრს.

რა არის თქვენი, როგორც მოდის დიზაინერის ხედვა და მიზანსწრაფვა?
-მაქსიმალური ხედვა ხელოვნებაში, კარგი იდეების მიგნება და გენერირება, სიახლის შექმნა, კულტურა და ამ ყველაფრის ერთმანეთისთვის ჰარმონიული შერწყმა...

რა გეხმარებათ იმაში, რომ თქვენი კოლექციები მუდამ თანამედროვე იყვნენ და ახალ გამოწვევებს პასუხობდნენ?
- ვცდილობ, დადებითად შევიგრძნო ყოველი დღე და მომენტი, რაც ცხოვრებისგან მერგო. ყოველივე ეს , შემდეგ ახალი იდეების ძიებაში მეხმარება.

რა იყო თქვენი ინსპირაცია 2017 წლის გაზაფხულის კოლექციაში?
-რა თქმა უნდა, ყოველდღიური ცხოვრება დიდ გავლენას ახდენს ჩემს ნამუშევრებზე. ინსპირაცია ნებისმიერი რაღაციდან შეიძლება წამოვიდეს: ნიუ-იორკი, ჭრელი და უამრავი ფერი, ბუნება...

მოდელებს როგორ არჩევთ, რაიმე განსაკუთრებული ტიპის შეზღუდვები არსებობს? მაგალითად წონა, სიმაღლე...
- ჩემთვის მთავარია, მოდელი თავდაჯერებული იყოს და იცოდეს, პოდიუმზე სწორად როგორ გაიტანოს სამოსი და ყველას აჩვენოს ის, რაც მასზე მუშაობისას ჩავდე.

თქვენი კოლექციიდან, ერთ-ერთი კაბა ქართველმა გოგონამაც მოირგო. როგორ შეაფასებდით ცისნამი საყვარლიშვილის გამოსვლას?
- ძალიან ჭჯვიანი, ნიჭიერი და მშვენიერი გოგონაა, კაბაც ძალიან მოიხდინა.

რომელმა ქართველმა მოირგო ვენი თოუსიგნანთის ულამაზესი კაბა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე?

რომელმა ქართველმა მოირგო ვენი თოუსიგნანთის ულამაზესი კაბა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე?

რომელმა ქართველმა მოირგო ვენი თოუსიგნანთის ულამაზესი კაბა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე?

რომელმა ქართველმა მოირგო ვენი თოუსიგნანთის ულამაზესი კაბა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე?

რომელმა ქართველმა მოირგო ვენი თოუსიგნანთის ულამაზესი კაბა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე?

რომელმა ქართველმა მოირგო ვენი თოუსიგნანთის ულამაზესი კაბა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე?

რომელმა ქართველმა მოირგო ვენი თოუსიგნანთის ულამაზესი კაბა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე?

რომელმა ქართველმა მოირგო ვენი თოუსიგნანთის ულამაზესი კაბა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე?

რომელმა ქართველმა მოირგო ვენი თოუსიგნანთის ულამაზესი კაბა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე?


სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: ქეთი იმერლიშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა