ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურორმა, რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველი ძალოვნების სია რუსეთის პროკურატურას გაუგზავნა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურორმა, ურუზმაგ ჯაგაევმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველი ძალოვნების სიას რუსეთის პროკურატურას გაუგზავნა.
რუსეთის საგამოძიებო უწყებებმა ვინც ციხეში ჩასმით ვერ დასაჯეს, აღმოჩნდა, რომ ამას საერთაშორისო ძებნის დახმარებით აპირებენ. რუსეთის პროკურატურაში საერთაშორისო ძებნაზე გადასაცემად უკვე გაგზავნილია იმ სამხედროებისა და სამართალდამცველების სია, რომლებიც 2008 წელს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
ურუზმაგ ჯაგაევმა არც ის დამალა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველი ძალოვნების სია მალე გაიზრდება და მისმა რაოდენობამ შესაძლოა, 500-ს გადააჭარბოს.