ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება გახშირდა
ნარკოლოგები ბოლო დროს ახალგაზრდებში გახშირებული ინსულტის მიზეზად ე.წ. ბიოს მოხმარებას ასახელებენ.
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების გახშირებისდა მიუხედავად, ნარკოდანაშაულის მიმართ მკაცრი კანონმდებლობის გამო, დაზარალებულები კლინიკას საერთოდ არ მიმართავენ. ხშირ შემთხვევაში კი არ ამხელენ ინტოქსიკაციის მიზეზს.
ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ადამიანი მოკლა ან მძიმე ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნა ე.წ. ბიოს მოხმარებამ, უცნობია.