თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1403323993065870
04. 03. 2017 News-ები

ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი - ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი

რუსთავი2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი.

მისი განცხადებით, ქვეყანა დემოკრატიულად ვერ განვითარდება, თუ მედია თავისუფალი არ იქნება.

„უნდა ვაღიარო, რომ შოკირებული ვიყავი, რადგან, როდესაც ევროპარლამენტში ქართველ ჟურნალისტებთან ერთად ვიყავი და ვმუშაობდით ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, სასამართლომ რუსთავი2-ის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება,“ - განაცხადა რებეკა ჰარმსმა.

ევროპარლამენტარის თქმით, რუსთავი2 სწორედ ის ტელევიზია, რომელიც საზოგადოების ყველა წევრს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალებას აძლევდა.

„რუსთავი2 ის ტელეარხია, რომლის საშუალებითაც ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას წვდომა ჰქონდა მოსახლეობასთან. ახლა კი ისინი შიშობენ, რომ აღარ ექნებათ საშუალება, ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი შეხედულებები. ევროპარლამენტში სწორედ ეს გვაღელვებს,“ - განაცხადა რებეკა ჰარმსმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა