თეგებით ძიება
05. 03. 2017 News-ები

მაია ასათიანის პირველი მიმართვა ტრაგედიის შემდეგ - "დღეს რომ ცოცხალი ვარ..."

თოქ-შოუ პროფილი ახალ პოსტს აქვეყნებს, რომელიც მაია ასათიანმა ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დაწერა და რომელშიც წამყვანი საზოგადოებას მიმართავს:

„სიტყვები არ მყოფნის, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ასეთი თანადგომისთვის! ყველას, ჩემს საოცარ მეგობრებს ერთი წუთით მარტო რომ არ მტოვებდნენ, ჩემს კოლეგებს, ვისი გვერდში დგომაც არნახულ ძალას მმატებდა, უნიკალურ ადამიანს, თეა გვარამიას, რომ არა ის – მე არ ვიქნებოდი! ჩემი შვილის მეგობრებს თბილისში და მეგობრებს საფრანგეთში, ნუცასთან რომ გაატარეს ყველაზე რთული წუთები, საოცარ გოგოს მარიამ გეგუჩაძეს და მის დედას, ნანუკას – ცოცხალი რომ ჩავედი პარიზში, ამ პატარა გოგოს დამსახურებაა!..
საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, ეკა სირაძე-დელონს, გოჩა ჯავახიშვილს, ნამდვილი მშობლებივით რომ ადგნენ ჩემს შვილს თავზე, მამა ანტონს – ჩემი გადარჩენისთვის!
„საქართველოს ავიახაზებს“, საფრანგეთის კონსულს საქართველოში, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს! ჩემს„რუსთავი-2“-ს – უთქვენოდ მე მოვკვდებოდი! არნახული შინაგანი სიძლიერის კაცს, რომლის მსგავსს არსოდეს შევხვედრივარ, ნიკა გვარამიას – მან ყველაფერი გააკეთა ჩემთვის და ჩემი შვილისთვის! და რაც მთავარია, ჩემს მაყურებელს, ჩემი მწუხარების გაზიარებისთვის! მადლობა ყველას, მე რომ დღეს ცოცხალი ვარ – თქვენი დამსახურებაა!"

მაია ასათიანის პირველი მიმართვა ტრაგედიის შემდეგ - "დღეს რომ ცოცხალი ვარ..."


სპეციალურად GOGA.TV -სთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა