ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დავისთვის ემზადება
რუსთავი 2-თან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე - სასამართლო სხდომის გამართვას ირაკლი ოქრუაშვილი ელოდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი არ გამორიცხავს, უზენაესის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც რუსთავი ორის 40 % კომპანია პანორამას გადაეცა, სასამართლოს ყადაღის გამოყენების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართონ.