რუსთავი2-ის საქმე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, ყურადღების ქვეშ მოექცა რუსთავი 2-ის გახმაურებული საქმე.
მოხსენებაში არის არაერთი ნაწილი, რომელიც მიუთითებს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებული სამართალწარმოების დროს მოხსენებულ სერიოზულ დარღვევებზე. ანგარიშის შესავალ ნაწილშივე, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების ჩამონათვალშია აღნიშნული დარღვევები სასამართლოს სისტემაში და ზოგიერთ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე ზეწოლა. პრობლემათა ჩამონათვალშია ზეწოლაც წამყვან დამოუკიდებელ მაუწყებელზე.