თეგებით ძიება
26. 03. 2017 News-ები

ტოპ-5 შეცდომა, რომელსაც ჩვენ ვუშვებთ გახდომისას

შეცდომა №1: შიმშილობა
ბევრი ფიქრობს, რომ საჭმელზე უარის თქმა ან კიდევ მათი ძალიან მცირე რაოდენობით მირთმევა დაგვეხმარება სწრაფად და ეფექტურად წონის დაკლებაში. წონის დაკლება შესაძლებელია, მაგრამ შედეგები ცალსახად ცუდი იქნება. პირველ რიგში თქვენ ზიანს მიაყენებთ ჯანმრთელობას, მეორე, მუდმივ შიმშილობას ვერ გაუძლებთ და ადრე თუ გვიან დაარღვევთ მკაცრ დიეტას. დაკლებული წონა კი უკან დაგიბრუნდებათ და ამას კიდევ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამიც დაემატება.

შეცდომა №2: არასასურველი ვარჯიში
ფიზიკური ვარჯიში, იმისთვის, რათა ლამაზი ფიგურა გქონდეთ აუცილებელია. თქვენ ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს მხოლოდ სწორი კვებით. არ დაიზაროთ. ყველაფერი თქვენს ხელშია.

შეცდომა №3: საუზმეზე უარის თქმა
საუზმეზე უარის თქმა დიდი შეცდომაა. კალორიებს, რომელსაც თქვენ იღებთ დღის პირველ ნახევარში, თითქმის უკვალოდ ქრება ენერგიის სახით.

შეცდომა №4: სურვილი სწრაფად დავიკლოთ წონაში
ბევრს სურს, რომ წონაში სწრაფად დაიკლოს, ამისთვის კი ეძებენ \'\'საოცრების მომხდენ აბებს\'\', იწყებენ მძიმე ფიზიკურ ვარჯიშებს. ყველა ეს მოქმედება შეიძლება თქვენს ორგანიზმზე ცუდად აისახოს. გახდომა ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ორგანიზმისთვის სტრესის გარეშე.

შეცდომა №5: გახდომის შემდეგ ძველი ცხოვრების წესთან დაბრუნება
იმისთვის, რათა ყოველთვის შესანიშნავ ფორმაში იყოთ, აუცილებელია ეს ფორმა რეგულარულად შეინარჩუნოთ. სწორი კვება და აქტიური ცხოვრების წესი-გასაღებია ჩვენი ჰარმონიისა და სილამაზისთვის. ამის შესახებ უნდა გახსოვდეთ მუდამ და არა მხოლოდ წონის დაკლების დროს.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა