თეგებით ძიება
29. 03. 2017 News-ები

მაგნიტური ქარები 2017 წლის აპრილში

მთელი აპრილის განმავლობაში მოსალოდნელია მზის აქტივობის სერიოზული გამოვლინება, მათ შორის შესაძლებელია მაგნიტური ქარები, რაც განსაკუთრებულად შეიმჩნევა თვის მესამე დეკადაში.

მაგნიტური ქარები მოსალოდნელია: 1, 3, 4, 5, 18, 27, 28, 29, 30 რიცხვებში.

სერიოზული მაგნიტური ქარები მოსალოდნელია: 2, 19, 24, 25, 26 რიცხვებში.

მაგნიტური ქარების დროს მის მიმართ მგრძნობიარე ადამიანები განიცდიან თავის ტკივილს, უძილობას, გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების დარღვევას, ქრონიკული დაავადებების გართულებას, დაღლილობას, ადრენალინის დონის მატებას სისხლში, სტრესს და დეპრესიას.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ადვილად გადავიტანოთ მაგნიტური ქარები:
-შეზღუდეთ მუშაობა იმ საქმეზე, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და კონცენტრირებას, ან გადადეთ სხვა დროისთვის.
-ეცადეთ თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციებს.
-მეტი დაისვენეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
-აკონტროლეთ თქვენი არტერიული წნევა.
-მიიღეთ დამამშვიდებელი საშუალებები.
-იკვებეთ სწორად, რათა შეამციროთ ქოლესტერინის დონე სისხლში. რეკომენდირებულია დიეტა, დალიეთ ნატურალური წვენები და რძე, მიირთვით ხორცი. ამ პერიოდში გამორიცხეთ ალკოჰოლის მიღება.


სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა