თეგებით ძიება
29. 03. 2017 News-ები

სფფ ადასტურებს: ივნისში საქართველოს ნაკრები სენტ კიტსისა და ნევისის გუნდს უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს 7 ივნისს ჩაატარებს. ჩვენი ნაკრები ამხანაგურ მატჩში სენტ კიტსისა და ნევისის გუნდს უმასპინძლებს.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც დაგვიდასტურეს. გადაწყვეტილი ამბავია, რომ მატჩი საქართველოში გაიმართება, თუმცა რომელ ქალაქში და რომელ სტადიონზე, ჯერჯერობით უცნობია.

სენტ კიტსი და ნევისი სახელმწიფოა კარიბის ზღვაში, რომელიც ორი მთავარი კუნძულისგან შედგება. მოსახლეობა სულ რაღაც 50 ათასი ადამიანია. ამის მიუხედავად, სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრები საქართველოზე (126) გაცილებით წინაა რეიტინგში - 73-ე ადგილზეა.

ასე რომ, 7 ივნისს საქართველოს ნაკრები სენტ კიტსისა და ნევისის გუნდს დაუპირისპირდება, შემდეგ კი მოლდოვაში გაემგზავრება, სადაც 11 ივნისს ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა