თეგებით ძიება
30. 03. 2017 News-ები

ხანძარი ე.წ. ოკუპირებულ საზღვართან

ხანძარი ე.წ. საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, სოფელ მერთთან - ცეცხლმა დაარღვია საზღვრები. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ქსუისში, მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ცეცხლი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს.

გავრცელებული ცნობით, ერთერთმა მოსახლემ თავისი სასოფლო სამეურნეო მიწის გასუფთავების დროს, შეგროვილ ბალახსა და ფოთლებს ცეცხლი მოუკიდა.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა