მარიშკა ჯავახაძე (ბარბარე მანტკავა) დახმარებას ითხოვს... – „მეგობრებო გთხოვთ...“
„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი მარიშკა ჯავახაძე (ბარბარე მანტკავა) სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას მიმართავს და დახმარებას ითხოვს.
„პენსიონერი ქალბატონი ცხოვრობს მცირეწლოვან შვილიშვილებთან ერთად, ერთ-ერთ ბავშვს აღენიშნება მეტყველების პრობლემა. მათ ვერ მოახერხეს ბინის ქირის გადახდა და სამწუხაროდ როდესაც სოც მუშაკი მივიდა მათთან ოჯახი არსებულ მისამართზე აღარ დახვდათ. შესაბამისად შეუჩერდა სოციალური დახმარება. ამჟამად ისინი იმყოფებიან ნათესავთან დროებით. არიან უკიდურესად გაჭირვებულები. ეს არის ქალბატონი ჟუჟუნას ანგარიშის ნომერი ყველამ ერთი ლარი რომ ჩავრიცხოთ ან 50 თეთრიც კი დიდი დახმარება იქნება მათთვის რომ შეძლონ ელემნტარული აუცილებლი საკვების, წამლების თუ ნივთების შეძენა. ძალიან გთხოვთ დავეხმაროთ ამ ოჯახას და გააზიარეთ ეს პოსტი“.
სპეციალურად: GOGA.TV-ისთვის