ფახრიე ევჯენმა უარი თქვა სცენებზე, სადაც კოცნა მოუწევს
ცნობილი თურქი მსახიობი ახლა მონაწილეობს სერიალ \'\'სიკვდილამდე\'\' (Ölene Kadar) გადაღებებში.
ახალ სერიალში ფახრიე ევჯენის პარტნიორია ენჯინ აკურეკი. სცენარის მიხედვით მსახიობები ასრულებენ შეყვარებული წყვილის როლს. რა თქმა უნდა, ასეთი სიუჟეტი მოითხოვს ვნებიან სცენებს კოცნით. თუმცა ფახრიე ევჯენმა კატეგორიული უარი განაცხადა ასეთი ეპიზოდების გადაღებებში მონაწილეობა. მიზეზი ის არის, რომ მისი საქმრო მსახიობი ბურაკ ოზჩივიტა, ღიზიანდება, როდესაც ფახრიე ეკრანზე სხვა მამაკაცებს კოცნის.
ფახრიე ევჯენი და ბურაკ ოზჩივიტი უკვე ორი წელია, რაც ერთად არიან. ივნისში დაგეგმილია შეყვარებულების ქორწილი. ბოლო ინტერვიუში ფახრიე ევჯენი გამოტყდა, რომ მის საქმროს არ მოსწონს, როდესაც ის კოცნის ეპიზოდებში მონაწილეობს.
სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი