თეგებით ძიება
12. 04. 2017 News-ები

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკისა და ჯორჯის აღიარება

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

აღმოსავლეთის საუკეთესო კალათბურთელი გახდა "ინდიანას" ფორვარდი პოლ ჯორჯი. ის საუკეთესო იყო აღმოსავლეთში 31.7 ქულით, რასაც 9.0 მოხსნა დაუმატა. ჯორჯი თამაშიდან 57.4 სიზუსტით ისროდა, მისმა გუნდმა კი სამიდან სამი მატჩი მოიგო.

დასავლეთის ლაურეატი გახდა "ოკლაჰომას" გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი. "თანდერმა" ოთხიდან სამი მატჩი მოიგო, უესტბრუკის საშუალო მონაგარი იყო - 32.5 ქულა, 12.5 მოხსნა და 10.3 შედეგიანი პასი.

"დენვერთან" მატჩში უესტრუკმა 50 ქულა, 16 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა და 42-ე სამმაგი დუბლი შეასრულა სეზონში, რაც NBA-ის ახალი რეკორდია. ასევე გასულ კვირას, რასელმა გაინაღდა სეზონური სამმაგი დუბლი.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა