თეგებით ძიება
15. 04. 2017 News-ები

ანრი ბიბინეიშვილის სკანდალური განცხადება - "მიწოდებს მატყუარას"

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ფეისბუქზე წერს:

„არასერიოზული კაცი” იმის სათქმელად, რომ არ ვტყუი და გაჭირვებით არ ვმანიპულირებ მოგახსენებთ შემდეგს და მივდივარ!
მაშინ როდესაც ქვეყანაში გაჭირვება საქილიკოა, როდესაც ვალდებული ადამიანი პრობლემის მოგვარების ნაცვლად მიწოდებს მატყუარას, როდესაც ამბობს, რომ ჩემი ხელფასი თურმე უნდა შეადგენდეს 1034 ლარს, თუმცა რეალურად შეადგენს 376–ს, (რასაც ვიღებ) როდესაც ჩემი “ტირილი” სხვას ღიმილს ჰგვრის, როდესაც ამ ყველაფერზე ჩემს გაბრაზებას და სიტყვას, “დამსახურებული არტისტი” სტატუსი სჭირდება, სწორედ მე ვხარობ და თქვენ ატირდებით როცა გეტყვით ჩემი დამსახურება ჩემი მოკლე და მძიმე ცხოვრების განვლილი გზა არის, ჩემი დედა და მამა არის ჩემი დამსახურება, რომლებიც ჩემს გამო აკეთებდნენ ყველაფერს რომ სწავლის ფული გადაეხადათ, ჩემი მეგობრები, რომელთა დახმარებითაც მოვედი აქამდე, ჩემი არაერთი ქუჩაშიგათენებული ღამე და მშიერი თვალები, ჩემი სიტყვა მართალი სცენაზე და არა ტყუილი! მეგობრებო სწორედ ეგ არის ჩემი დამსახურება რასაც ვწერ, მაგრამ თქვენს სტატუსამდე “დამსახურებული არტისტი” ვერასდროს ვიქნები როცა, ჩემს სევდაზე თქვენ ხალისობთ, როდესაც “დამსახურებულნი” “დაუმსახურებელს” მიწოდებს, როდესაც ცილს მწამებენ იტყუებიო, სადაც მტყუანს მართალი დაერქვა და მართალს მტყუანი, მაშინ მე “არასერიოზული კაცი” ვარ და გეტყვით:
“მოკლედ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მე წავედი… ჩემი რაღაცეები გამახსენდა, თქვენ ჩემზე ნუ იფიქრებთ, თქვენ ოჯახში კარგად ბრძანდებოდეთ. მე ჩემს თავს ყოველთვის გავიტან, სულ კარგად იყავით” დიდი მადლობა ყველას და განსაკუთრებით მათ ვისაც თუნდა ერთი პროცენტი სიამოვნებისა მივანიჭე სცენიდან ჩემი მოკლე ბიოგრაფიით, თქვენ “ჩვენო ერთგულო მაყურებელო” გმადლობთ… მე წავედი!“- წერს მსახიობი.

სპეციალურად: GOGA.TV-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა