თეგებით ძიება
15. 04. 2017 News-ები

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქუთაისში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. რუსთავი2-ის კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა გუშინ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სწრაფად მოძრავი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანაში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა