თეგებით ძიება
16. 04. 2017 News-ები

"უმცროსი ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის ფინალში ფრანგებთან დამარცხდნენ

15 აპრილს, საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები "რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის" ფინალურ მატჩში, ტურნირის მასპინძელ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 18:36 დამარცხდა. პირველი ტაიმი "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 3:22 დათმეს.

დავით ჩავლეიშვილის შეგირდებმა მეტოქეს 2 ლელო
დაუდეს, ერთი გარდასახეს და ორი ჯარიმა გაიტანეს და ზედიზედ მესამედ დაისაკუთრეს კონტინენტის ვიცე-ჩემპიონის ტიტული.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ამ ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ საფრანგეთის თანატოლთა გუნდთან.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
15. გიორგი ასათიანი, 14. კონსტანტინე მარჯანიშვილი, 13. ირაკლი სიმსივე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. საბა ხურცილავა. 1. გიორგი ახალაძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. იოანე იაშაღაშვილი, 5. საბა ჯღარკავა, 6. რატი ჟორჟოლიანი. 7. ბექა ყორიაული, 8. გიგი ლეშკაშელი.
სათადარიგოები: 16. ლუკა ჭელიძე, 17. ვანო კარკაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნიკა წივწივაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. რევაზ ხარაზიშვილი, 23. ლევან ნარიმანიძე, 24. დემურ თაფლაძე, 25. გოჩა ჩანადირი.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა