თურქული სერრიალების ვარსკვლავი მსოფლიო კინოს ტოვებს
თურქული სერიალების ვარსკვლავი მეჰმეტ აკიფ ალაკურტი, ტოვებს მსოფლიო კინოს. მსახიობმა მიიღო გადაწყვეტილება დაშორდეს კინომატოგრაფიას და წავიდეს ბრაზილიაში საცხოვრებლად.
ჩვენი მაყურებლისთვის მეჰმეტ აკიფ ალაკურტი ცნობილია სერიალიდან \'\'სილა: დაბრუნება სახლში\'\', სადაც ის ასრულებდა მთავარ როლს ჯანსუ დერესთან ერთად. პირველივე სერიის გამოსვლისთანავე, სერიალმა მაღალი რეიტინგი დაიმსახურა, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ მეჰმეტ აკიფ ალაკურტი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და პოპულარული მსახიობი თურქეთში.
\'\'ნუ დამისვავთ კითხვებს სამუშაოს შესახებ...შემობრძანდით, დასხედით, ვისაუბროთ, მაგრამ არ მკითხოთ პროექტებზე, სერიალებზე, ფილმებზე და ა.შ. ეს ყველაფერი უკვე მე აღარ მეხება. მე აღარ ვარ პროფესიით მსახიობი და ყველა ჩემი როლი დარჩა წარსულ ცხოვრებაში, მხოლოდ ტელევიზორის ეკრანზე.\'\'
-როგორი არის თქვენი დიდი ოცნება?
-ვიცხოვრო მთის მწვერვალზე. ერთი მხრივ ზღვა და მეორე მხრივ ტყე რომ იყოს. დავინახო ბუნების ეს სილამაზე და არაფერზე ვიფიქრო.
-თქვენ არ გიყვართ ადამიანები?
-მე არ მწყინდება, როდესაც მარტო ვარ. მე მინდა ბუნების წიაღში ცხოვრება. მე ასე უფრო ადამიანურად ვგრძნობ თავს, ვიდრე მეგაპოლისში.
-თქვენ ახლა 38 წლის ხართ, მაგრამ ახალგზარდობაშიც თქვენს ასაკთან შედარებით უფროსად გამოიყურებოდით. რამდენი წლისად გრძნობთ თავს?
-დიახ, მე მართლაც ყოველთვის უფრო მეტი ასაკის ვჩანდი. 15 წლის რომ ვიყავი, ყველას 20 წლის ვეგონე, ხოლო 25 წლის უკვე 30-ის. მე ყოველთვის ვიყავი მშვიდი და გაწონასწორებული. ვფიქრობ, გარშემომყოფები ამიტომ მთვლიდნენ უფროსად. ცხოვრებას ზრდასრულის თვალებით ვუყურებ, ეს ჩემი ხასიათის განსაკუთრებულობაა.
-რამ იმოქმედა თქვნს ხასიათზე ასე?
-მე ასე მზრდიდნენ პატარაობიდანვე. უკვე ბავშვობაში შემეძლო თვითონ მიმეღო გადაწყვეტილებები, მონაწილობა მიმეღო ოჯახისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში. ჩემი ოჯახი იცავს ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს. მე ვიყავი ყველაზე უმცროსი მრავალშვილიან ოჯახში, ჩემს გარდა მშობლებს სამი ქალიშვილი და ორი ვაჟი ჰყავდათ. რა თქმა უნდა, საქმე მხოლოდ აღზრდაში არ არის, ვფიქრობ, რომ ასეთი დავიბადე.
-ამბობენ, რომ თქვენ ადამინაებს ძალიან რთულად იღებთ საკუთარ ცხოვრებაში. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ცხოვრებიდან ამოშალოთ ადამიანი, თუ იგი მეგობრობის შესახებ თქვენს წარმოდგენას არ იზიარებს?
-დიახ, და ეს ძალიან ხშირად ხდება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი იყოს გულწრფელი და მაშინ მე ყველაფერს გავაკეთებ მისთვის.
-რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ფული?
-საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. მაგრამ არის ისეთი რამ, რაც მინდა, რომ მქონდეს, მაგრამ ამისთვის სამწუხაროდ ფულია საჭირო.
-თქვენ მარტივად ხარჯავთ ფულს?
-მე ვყიდულობ მხოლოდ იმას, რაც მჭირდება. მე არ მივკუთვნები მათ რიცხვს, ვინც ფულს უაზროდ ფლანგავს.
სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი