თეგებით ძიება
11. 03. 2019 News-ები

ბაგრატიონების სამეფო კარის თამაშები - მეფეს დედოფალი უჩივის

ბაგრატიონების სამეფო კარის თამაშები - მეფეს დედოფალი უჩივის. ყოფილ სიძეს სამეფო ოჯახი თაღლითობაში ადანაშაულებს.

საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად სამეფო ოჯახის დაპირისპირებას საქალაქო სასამართლო განიხილავს. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს უნებართვოდ სამეფო ოჯახის სახელის გამოყენებას ედავებიან.

საქმის სირთულიდან გამომდინარე მას საქალაქო სასამართლოში სპეციალური, სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს. პროცესი ხვალიდან დაიწყება.

სამეფო ოჯახის ადვოკატი ბაგრატიონ-მუხრანელს ისტორიის გამყალბებლად მოიხსენიებს, კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს და საქართველოს სამეფოს სახელით ჩატარებულ შეხვედრებში ამხელს. ოჯახი დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის საქართველოს სამეფო სახელის გამოყენების აკრძალვასა და ზიანის ასანაზღაურებლად სიმბოლურად ერთ ლარს ითხოვს. თავის მხრივ, მოსარჩელე მხარეს თვითმარქვიად მოიხსენიებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა