თეგებით ძიება
31. 03. 2019 News-ები

თბილისში, ჭავჭავაძეზე დიდი რაოდენობით მიწა ჩამოიშალა, მოყოლილია ორი ადამიანი

თბილისში, ჭავჭავაძეზე დიდი რაოდენობით მიწა ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, მიწის მასაში მოყოლილია ორი ადამიანი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ადგილზე მაშველები იმყოფებიან. ისინი ჩამოშლილი მიწის მასაში მოყოლილი ორი ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ასრულებენ.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფიც იმყოფება.

როგორც ცნობილი ხდება, მიწის მასაში მოყოლილი ერთი მუშა 24 წლისა, მეორე კი - 40 წლის.

ადგილზე სამუშაოებს კომპანია "ტრანსმშენი" აწარმოებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა