TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
იტალიაში ქართველი ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა
  • იტალიაში ქართველი ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა

    იტალიაში ქართველი ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა. 27 წლის ქართველი სტუდენტი მილანში გარდაცვლილი ნახეს. რა გახდა იზა ქავთარაძის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. ოჯახის წევრები მისი გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ექსპერტიზის დასრულებამდე განმარტებებს არ აკეთებენ. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საკონსულოც. იზა ქავთარაძის გადმოსვენების პროცედურა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დაიწყება.
    515 ნახვა
    სარეკლამო ადგილი
    1-04-2019, 01:43