თეგებით ძიება
20. 05. 2019 News-ები

რატომ და რაში ადანაშაულებენ საქართველოს ბანკს?

2017 წლიდან საქართველოს ბანკის სოლო კლიენტი ვარ.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია 19 მარტიდან მიმდინარეობს გამოძიება ჰაკერული გზით უკანონოდ, საქართველოს ბანკის კლიენტების ანგარიშებზე შეჭრისა და მათი ანგარიშებიდან დიდი ოდენობით ფულის უკანონოდ დაუფლების ფაქტზე.ამ ფაქტზე რამდენადაც ცნობილი გახდა ჩემთვის საქართველოს ბანკს ინტერნეტ ბანკის შეტყობინებებში გაუვრცელებია ინფორმაცია სადაც კლიენტებს მოუწოდებს სიბრთხილისკენ,რომ არ გახდენ ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლნი. მოგეხსენებათ კლიენტთა უმრავლესობა მათ შორის მეც არ შევდივართ ინტერნეტ ბანკის შეტყობინებებში,და მიმაჩნია რომ ბანკმა არასათანადოდ მოახდინა კლიენტა ინფორმირება.

2019 წლის 7 აპრილს ჩემი საბანკო ანგარიშებიდან, ჰაკერული თავდასხმის შედეგად გაქრა სოლიდური ოდენობის თანხა, რაც ბანკის ცხელ ხაზზე ამ ფაქტიდან დაახლოვებით 40 წუთიდან 1 საათის ინტერვალში დავაფიქსირე. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა თაღლითებმა ბანკში შეცვალეს ჩემს მიერ მითითებული ფინანსური ნომერი, ანუ მობილურის ნომერი რითაც მათ მთლიანად ჩაიგდეს ხელში ჩემი საბანკო ანგარიშები, და მათზე კონტროლი სრულიად მოიპოვეს. ამის შემდეგ დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ამაოდ ვცდილობდი, დავკავშირებოდი კომპეტენტურ პირებს აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა სოლოს სატელეფონო ცენტრში ამ პერიოდში განხორციელებულ (2 444 400) ზარებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ორი კვირის შემდეგ თავად დამიკავშირდნენ და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ინფორმაცია მომაწოდეს.

7 აპრილის მდგომარეობით საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ინტერნეტ ბანკის მეშვეობით შეეძლოთ ფინანსური ნომერი ანუ ძირითადი მობილურის ნომერი დისტანციურად შეეცვალათ (ანუ ინტერნეტბანკის მეშვეობით)
ცხადია, ბანკს შეეძლო, ფინანსური ნომრის ცვლილება დისტანციური არხებიდან შეეზღუდა და იგი მხოლოდ სერვისცენტრიდან მოეხდინა, რაც გაკეთდა 7აპრილის შემდეგ.არადა ჩემი თანხა თაღლითებმა უკანონოდ 7 აპრილს მიითვისეს. ბუნებრივია, მიჩნდება გონივრული ეჭვი და კითხვა - თუ ამ ზომის მიღება ბანკს შეეძლო 7 აპრილის შემდეგ რატომ არ განახორციელა ის 19 მარტის შემდეგ როცა მათვის უკვე ცნობილი იყო ჰაკერული თავდასხმების და მათი სქემის შესახებ თუ რა სქემით ახერხებდნენ ისინი ფულის გადარიცხვას და მათ ამაში სჭირდებოდათ ფინანსური ნომერი.

სამწუხაროდ, საქართველოს ბანკი ამ კონკრეტულ ფაქტზე ბრალეულობას არც ქმედებაზე იღებს და არც უმოქმედობაზე. ბანკმა დღემდე ვერ უზრუნველყო ჩემი და მრავალი ჩემსავით დაზარალებულთა დაცვა.

გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ჩემთვის დღემდე უცნობია დეტალები, მათ შორის ისიც, არსებობენ თუ არა მომხდართან დაკავშირებით ეჭვმიტანილები. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ საქართველოს ბანკმა დროულად ვერ ან არ გაატარა სათანადო ღონისძიებები კლიენტების უსაფრთხოების მიზნით. რაც შეეხება ბანკის კლიენტებს, გულწრფელად ვურჩევ, ვიდრე ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას გადაწყვეტენ, უპირველესად, კარგად დარწმუნდნენ მათ სანდოობასა და უსაფრთხოებაში.

დღეის მდგომარეობით საქმე სასამართლომდე მივიდა და იმედი გვაქვს რომ სამართალს ამ გზით მივახწევთ.

პატივისცემით გელა გურული


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა