თეგებით ძიება
19. 08. 2019 News-ები

როგორ უნდა განვასხვავოთ ხარისხიანი და ახალი ხორცი უხარისხოსგან?

ხორცის ყიდვის დროს აუცილებელია მისი ხარისხი და ვარგისიანობა გავითვალისწინოთ.

აი რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ხორცი:

1) ხორცი არ უნდა იყოფოდეს ბოჭკოებად. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ახალი არ არის.

2) ხორცი აუცილებლად უნდა იყოს მშრალი და არა ლორწოვანი, ხელში არ უნდა სრიალებდეს.

3) გაჭრის დროს ხორცის ფერი ისეთივე უნდა იყოს, როგორც მის ზედაპირზეა.

4) თუ ხორცი ხრაშუნებს, შესაძლებელია მასში პარაზიტები იყვნენ.


5) ხორცი არც ძალიან ღია ფერის და არც ძალიან მუქი ფერის არ უნდა იყოს. ხშირად დარჩენილ ხორცს წმენდენ ხოლმე. ეს მუქ ლაქებზეა შესამჩნევი.

6) ბატკნის ხორცის საუკეთესო ნაწილი – ხორცი ძვალზეა. ის ყველაზე რბილი ნაწილია.



7) არომატი – აი კიდევ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. მას არ უნდა ასდიოდეს ნესტის სუნი. შეგიძლიათ ხორცი დანის წვერით გახვრიტეთ. თუ ხორცი გაფუჭებულია, მისი სუნიც არასასიამოვნო იქნება.


8) ასევე ყურადღება მიაქციეთ ხორცზე ცხიმის რაოდენობასაც. მას პროდუქტის ხარისხზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. ცხიმი უნდა იყოს თეთრი ან კრემისფერი. ყვითელი ცხიმი მიანიშნებს ბებერი ცხოველის ხორცზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა