თეგებით ძიება
22. 08. 2019 News-ები

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები რ2-დან წასულ ჟურნალისტებს თანადგომას უცხადებენ

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ჟურნალისტებს, რომლებმაც რუსთავი2 დატოვეს თანადგომას უცხადებენ და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ:

„Nika Gvaramia Nodar Meladze Giorgi Gabunia Eka Kvesitadze Nanuka Zhorzholiani Giorgi Lapherashvili და ყველა უკვე ყოფილ რუსთავი 2-ელს!
ქართველი ემიგრანტების განცხადება!

ამერიკაში მცხოვრები ქართველების ერთი ნაწილის სახელით გვინდა მივმართოთ რუსთავი 2-ის უკვე ყოფილ ჟურნალისტებს, ყოფილ კურიერელებს, დიდი მადლობა თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისთვის, შეუპოვრობისთვის, პრინციპებისთვის და თავისუფალი სიტყვის დაცვისთვის. თქვენ ჩვენთვის უდიდესი განძი ხართ. ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ოჯახები, ჩვენი ქვეყანა თქვენს იმედად გვეგულება, რადგან შორს ვცხოვრობთ და სხვა ქვეყანაში ვმოღვაწეობთ. ყოველდღე გიყურებდით, გისმენდით და ვრწმუნდებოდით, რომ ჩვენს ქვეყანას მომავალი აქვს სწორედ თქვენნაირი ერთგული შვილების გამო. მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისთვის!
თქვენ აჩვენეთ ნამდვილი მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლო მაშინაც, როცა გიპირისპირდება ყველაზე სასტიკი მტერი.

ჩვენ ყოველდღიურად საქართველოს ცხოვრებით ვცხოვრობთ, ჩვენი ქვეყნის ჭირსა და ლხინს ზუსტად იგივენაირად განვიცდით. შორიდან ვაკვირდებით მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს, ისევე გვიხარია და გვტკივა, როგორც თქვენ ყველას. “რუსთავი 2” იყო ჩვენი იმედი დიდ ემიგრაციაში, რუსთავი 2-ელების პროფესიონალიზმი და თავგანწირვა დიდი სტიმულს გვაძლევდა. ჩვენი ქვეყნის წარმატებაში თქვენი წვლილი განუზომელია და ვერც წარმოგვედგინა, რომ ეს შეიძლებოდა გაჩერებულიყო.
იმედით ვუყურებთ თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ახალ გამოწვევას თქვენთვის.

გისურვებთ წარმატებებს და მზად ვართ გაგიწიოთ ყველანაირი მხარდაჭერა, ჩვენ გვესმის დამოუკიდებლი პროდასავლური არხის მნიშვნელობა საქართველოში. მადლობა ნიკა გვარამიას და მისი გუნდის თითოეულ წევრს თავგანწირული ბრძოლისთვის.“- აღნიშნულია განცხადებაში რომელსაც 200-მდე ემიგრანტი აწერს ხელს


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა