თეგებით ძიება
13. 09. 2019 News-ები

ხობში ტრაქტორის ქვეშ მამაკაცი მოყვა და დაიღუპა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში 55 წლამდე მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოყვა და ადგილზე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ტრაქტორი ქვიშით იყო დატვირთული. შემთხვევა დღეს მოხდა.

,,პატარა, ხელის ტრაქტორი ჰყავდა, ქვიშის მოსატანად ყოფილა მარტო წასული, დაუტვირთავს. როგორც ჩანს, გადაბრუნდა და ქვეშ მოყვა. სამწუხაროდ, თავის დაღწევა ვერ მოახერხა“, - განაცხადა ხობის მერის წარმომადგენელმა ვალერიან ქაცარავამ.

შს სამინისტრომ მოხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე - 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.









წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა