თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

მაღაზიაში რომ შევდივარ, თავი დახრილი მაქვს, რომ არ შევხედო შოკოლადებს და სხვა საჭმელებიც არ მომინდეს - 7 წლის ნინო

ფეისბუქ-გვერდი "სიკეთის ქალაქი" ავრცელებს ვიდეოს, სადაც სამტრედიაში მცხოვრები ოჯახის დუხჭირი ყოფაა ასახული. ოჯახის წევრი, 7 წლის ნინო ამბობს, რომ ღამით მშიერი იძინებს და საჭმელები ესიზმრება, ხოლო მაღაზიაში, პურის საყიდლად შესული, მუდამ თავდახრილია, რათა თვალი აარიდოს შოკოლადს ან სხვა პროდუქტებს - მან იცის, რომ ახედოს, აუცილებლად მოუნდება.

32 წლის ნანა ცინცაძე სამტრედიაში,მანჯგალაძის ქუჩა 79-ში ცხოვრობს. ადრე ოჯახი ნაქირავებში ცხოვრობდა, მამა ტაქსზე მუშაობდა და პურის ფული სულ ჰქონდათ. სიტუაცია მას შემდეგ გაუარესდა, რაც ნინოს მამა ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა.
“ბევრ საჭმელებზე ვოცნებობ, რომ მშიერი არ დავწვე ლოგინში. და დილითაც დედიკომ საჭმელი მაჭამოს, რომ ისე გამიშვას სკოლაში. იქ ვერ ვჭამ ვერაფერს და ის ჩემი კლასელები ჭამენ და მეხარბება კიდევაც. სულ მახსენდება მამიკომ მომიტანა წვენი, კოკაკოლა, ნაყინები. გუშინ მოვისმინე ობოლიაო და არ ვიცი ეს სიტყვა რას ნიშნავს, ალბათ საჭმელი რომ არ გვაქვს. საჭმელები კი არა პურიც კი არ გვაქვს სახლში. მომიკვდა მამიკო და ყველაფერი დამთავრდა. მაღაზიაში რომ შევდივარ თავი დახრილი მაქვს, რომ არ მომინდეს რამე სოკოლადები, ბევრ საჭმელი და პურიც კი.” – ამბობს 7 წლის ნინო.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა