თქვენი დაბადების რიცხვი, თვე და წელი თქვენს ფიგურაზე მეტყველებს!
ადამიანის დაბადების რიცხვით მისი ფიგურის ტიპი შეგვიძლია გავიგოთ.
ამისთვის დაგჭირდებათ რიცხვი და დაბადების წელი. მაგალითად, ადამიანი რომელიც დაბადებულია 12 მაისს 1990 წელს ანუ 12.05.1990, ეს ციფრები უნდა შეკრიბოს: 1 + 2 + 0 + 5 + 1 + 9 + 9 + 0 = 27= 2 + 7 = 9. 9 ამ ადამიანისთვის იქნება განმსაზღვრელი მისი ფიგურის ტიპის.
1. ციფრი ერთი
ამ ადამიანებს უმოძრაო ცხოვრება აქვთ. მოძრაობა მათთვის კარგია, რადგან ეს მათ ფიგურას სითხელეს შემატებს.
2. ციფრი ორი
ეს ადამიანები ხშირად სხედან დიეტაზე. მათ კატეგორიულად აქვთ აკრძალული შიმშილით აწამონ საკუთარი სხეული. ამის ნაცვლად უნდა ჭამონ ჯანსაღი პროდუქტი და იმოძრაონ ბევრი.
3. ციფრი სამი
ეს ადამინები ფსიქოლოგიურად ძალიან დატვირთულები არიან. ყველამ იცის, რომ რაც უფრო მძიმეა სული, მით უფრო მძიმეა სხეული. თავი დააღწიეთ ჭარბ ემოციებს.
4. ციფრი ოთხი
ამ ადამიანებს მართებთ მოძებნონ საყვარელი საქმე. როცა სამუშაოსგან სიამოვნებას ვერ ვიღებთ, ჩვენ შიმშილის გრძნობა გვეუფლება ხოლმე.
5. ციფრი ხუთი
ამ ციფრის ადამიანების ფიგურის ტიპი დამოკიდებულია მათ ცხოვრებისეულ პოზიციაზე. ოპტიმისტი ადამიანები ინარჩუნებენ კარგ ფიგურას. იცხოვრეთ ბედნიერად და თქვენი სხეული ზედმეტ კილოგრამებს არ მოიმატებს!
6. ციფრი ექვსი
ამ ადამიანებს, საბედნიეროდ, პროპორციული ფიგურა აქვთ. ლამაზი ფორმების შესანარჩუნებლად, რაციონალურად უნდა იკვებონ.
7. ციფრი შვიდი
ამ ადამიანებმა კი სტაბილურად კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნონ მეწყვილეებთან. ერთმანეთთან კონფლიქტი უარყოფითად აისახება თქვენს ფიგურაზე.
8. ციფრი რვა
ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ პატიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრაზის გულში დატოვება, უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ფიგურაზე.
9. ციფრი ცხრა
ამ ადამიანებს ზედმეტად სურთ წონაში დაკლება, ეს კი მარტივი არ იქნება. მთავარია საკუთარ თავს არ მისცეთ უფლება ცხიმების ჭამის.