თეგებით ძიება
12. 02. 2020 News-ები

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები დედაქალაქის უბნებსა და საჯარო სკოლებში უსაფრთხოების კამპანიას იწყებენ

„თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელებმა ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე, უსაფრთხოებისკამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

აღნიშნული რაიონი სტატისტიკით ერთ-ერთი ყველაზე საშიში უბანია, სადაც მოსახლეობა ხშირადთვითნებურად, კუსტარულად აერთებს ქსელზე გაზის დანადგარებს და საფრთხეს უქმნის საკუთარიოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლეს. უსაფრთხოების კამპანიაში, „თბილისი ენერჯის“ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოგსაძემდა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა. შეხვედრაზე მოსახლეობას სპეციალური საინფორმაციოსარეკომენდაციო ფლაერები დაურიგდა.

„თბილისი ენერჯიმ“, უსაფრთხოების ყველა სხვა ღონისძიებასთან ერთად, საინფორმაციო სახისშეხვედრები დაიწყო დედაქალაქის სხვადასხვა უბნის მოსახლეობასთან. საინფორმაციო შეხვედრებისჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც ქარის სეზონია. სიცოცხლისთვისსაშიში ღია კამერიანი, აკრძალული დანადგარების სახლში მონტაჟის შემთხვევაში კი ქარიანი ამინდიბინაში CO-ს დაგროვების საფრთხეს მინიმუმ 10-ჯერ ზრდის. აქედან გამომდინარე, „თბილისი ენერჯის“ხელმძღვანელობა, კომპანიის გაზის სპეციალისტებთან ერთად, უშუალოდ ხვდება სხვადასხვა უბნისმოსახლეობას და პირადად ესაუბრება აბონენტებს გაზის უსაფრთხო მოხმარების საკითხებზე. პარალელურად, პირველად, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები საჯარო სკოლებშიუფროსკლასელებისთვის უსაფრთხოების თემაზე მასტერკლასებს ჩაატარებენ.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა